Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს "მეტროლოგი“ აცხადებს კონკურსს დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის ვაკანსიაზე.


დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის მიმართ მოთხოვნები:

  • განათლება – სასურველია ტექნიკური განხრით;
  • მუშაობის გამოცდილება – სასურველია გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.
  • პირადი თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • უკონფლიქტო;
  • განვითარებაზე და ახალი საკითხების ათვისებაზე ორიენტირებული;
  • წესრიგის მოყვარული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.


ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა;
პროფესიული განვითარება.

სამუშაო: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა – გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა, ვინაიდან გასვლითი სამუშაოების დროს მოგიწევთ კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.

ანაზღაურება: დამოკიდებულია იმ მიმართულებებზე, რომელთა დაკალიბრებას აითვისებს/ჩაიბარებს კანდიდატი. ამ ეტაპზე არსებული თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება (მიმართულებების და შესრულებული სამუშაოების მოცულობა/რაოდენობის მიხედვით) გაცილებით მაღალია საქრთველოში დადგენილ საშუალო ანაზღაურების ნიშნულზე.


დაკალიბრების/შემოწმების/დამოწმების პროცედურები არსებობს ქართულ ენაზე. ასევე, მეთოდიკები (ISO, ASTM, EN, DKD, OIML) მეთოდიკები ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე. კანდიდატმა პრაქტიკული საქმიანობის გარდა უნდა იმუშავოს მეთოდიკების შესწავლაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com და levan.nanobashvili@yahoo.com


გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.